ვასილ კიკნაძე
15. 1915 წლის 7 აგვისტოს წერილით კაპიტანი ნადოლნი აცნობებს სამეფოს ომის სამინისტროს საწვრთნელ სამმართველოს ბერლინში, რომ 12 ოფიცერი შეიძლება გამოყენებულ იქნას პროპაგანდისთვის ვაინბერგის ტყვეთა ბანაკში. ოფიცრთა სახელებია: 1. უფროსი ლეიტენანტი ჩიქოვანი (გუსტრინი) 2. ლეიტენანტი დ.რ. ოქროპირიძე (შთრალსუნდი, დანჰოლმი) 3. კაპიტანი კონიეფი (ჰალე ზაალე) 4. ლეიტენანტი ბარათოვი (თორგაუ) 5. ლეიტენანტი მეტრეველი (მაგდებურგის ციხესიმაგრე ) 6. ლეიტენანტი კანდელაკი (ოსნაბრიუკი) 7. ლეიტენანტი ხერხეულიძე (გიუტერსლო) 8. შტაბის კაპიტანი გაჩეჩილაძე (ჰანოვერ-მიუნდენი) 9. შტაბის კაპიტანი ადანაია (ჰაიდელბერგი) 10. ლეიტენანტი სიამაშვილი (ვილინგენი) 11. კაპიტანი ამაშუკელი (ინგოლშთადთი) 12. ლეიტენანტი კიკნაძე (ნაისე)
თარიღი: 07 აგვისტო, 1915 წელიწყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1Bd.7, 000036-000037
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ბერლინი, გერმანია
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი