ვილჰელმ გოლცი
1915 წლის 5 მარტის წერილით კონსტანტინოპოლიდან ელჩი ვანგენჰაიმი იმპერიის კანცლერს აცნობებს, რომ სიტუაციის დეტალურად განხილვის საფუძველზე, რომელშიც გენერალ-ფელდმარშალი გოლცი მონაწილეობდა, დაადგინდა: ა. იმოქმედონ სათანადო ზეგავლენით კომპეტენტურ ორგანოებზე, რომ შეწყდეს კომიტეტის წევრებზე საზიანო ქმედებები და საქართველოს ეროვნული კომიტეტის საქმიანობას გერმანიის მონაწილეობით თავისუფლება მიენიჭოს. ბ. იარაღის შესყიდვის დაჟინებით მოთხოვნა.
თარიღი: 05 მარტი, 1915 წელიწყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21011– 1 ტ.4, 000 006-000 007-000 008
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: სტამბოლი (კონსტანტინოპოლი)
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი