მაქსიმილიან ფონ ლაფერტი
1915 წლის 27 ივნისის წერილით რაიხსტაგის წევრი ბერლინში ატყობინებს გერმანელ დიპლომატ როზენბერგს, რომ გადაცემული 300 000 მარკიდან - კონსტანტინოპოლში გერმანიის საელჩომ 1443.94 თურქული გირვანქა დახარჯა, გარდა ამისა სამხედრო-ატაშე ლაფერტმა 300 თურქულ გირვანქა გადაიხადა, ასე რომ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი დაიხარჯა.
თარიღი: 27 ივნისი, 1915 წელიწყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 3 ტ.6, 000237
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ბერლინი, გერმანია
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი