განათლება [ 1920 წელი ]
-
1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-2 განყოფილების მოსწავლე იყო შრაპლაუ რუდოლფი, ეროვნებით გერმანელი.
-
1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-4 განყოფილების მოსწავლე იყო გერტრუდა პიტში, ეროვნებით გერმანელი.
-
1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-4 განყოფილების მოსწავლე იყო ალფრედ შრაპლაუ, ეროვნებით გერმანელი.
-
1920 წლის ნოემბერში მიხეილ ტატიშვილი ცხოვრობდა ბერლინში და იყო ებერსვალდის სატყეო აკადემიის სტუდენტი.
-
1920 წლის 12 მაისს შალვა ალექსანდრეს ძე ჩოჩიამ განათლების სამინისტროს დაფინანსება სთხოვა, რადგან სასწავლებლად გაემგზავრა ბერლინში, სადაც უსახსროდ დარჩა.
-
1920 წლის 20 ივნისს სიმონ სიმონის ძე ბერეჟიანი, ბერლინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი, მატერიალურ დახმარებას სთხოვს განათლების სამინისტროს.
-
1920 წელს ბერლინის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ნამიჩეიშვილი, ითხოვს დახმარებას, რომ სწავლის გაგრძელება შეძლოს.
-
1920 წლის 21 იანვარს ბერლინის სატყეო აკადემიის სტუდენტი ვლადიმერ ერმილეს ძე თაყაიშვილი განათლების მინისტრს სთხოვს მატერიალურ დახმარებას, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება უცხოეთში.