ქიამილ ბეი თავდგირიძე
1916 წლის 15 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა კონსტანტინოპოლიდან გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში აცნობა, რომ ის საჭიროდ თვლიდა, ლეიტენანტ ქიამილ ბეი თავდგირიძესთან ერთად სამსუნში გამგზავრებულიყო და ენახა, ოტომანთა მთავრობა მათ დახმარებას რამდენად გაუწევდა, თუკი მათ რაღაც დროით ქართული კომიტეტის სათავეში იხილავდა.
თარიღი: 15 ივნისი, 1916 წელიწყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: სამსუნი, თურქეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა