1916 წლის 14 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს აცნობა, რომ ბატონმა მაჩაბელმა მას შეატყობინა: თურქებთან მოლაპარაკების შემდეგ მისთვის ნათელი გახდა, რომ ის კონსტანტინოპოლში ქართული კომიტეტის წევრთან ქიამილ ბეი თავდგირიძესთან ერთად სამსუნში უნდა გამგზავრებულიყო, რათა იქ სურგულაძეს შეხვედროდა და მუდმივი უთანხმოებებისთვის საბოლოოდ დაესვა წერტილი.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა