ავნი ფაშა
1916 წლის 15 იანვრის მოხსენებით კავკასიის მეკავშირე ოფიცერმა, გერმანიის არმიის თადარიგის კაპიტანმა ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგმა გერმანული არმიის გენერალურ შტაბს შეატყობინა, რომ ტრაპიზონის სამხედრო კომენდანტი ავნი ფაშა თავად ქართველი იყო და ქართველთა საქმე გულთან ახლოს მიჰქონდა.
თარიღი: 15 იანვარი, 1916 წელიწყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: ტრაპიზონი, თურქეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა