1916 წლის 15 იანვრის მოხსენებით კავკასიის მეკავშირე ოფიცერმა, გერმანიის არმიის თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა ტრაპიზონიდან გერმანული არმიის გენერალურ შტაბს ბერლინში აცნობა, რომ ტრაპიზონში მის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, სამხედრო კომენდანტი ავნი ფაშა შეეცადა, ლეგიონის თურქიზაცია მოეხდინა. მან საწვრთნელი მიზნებისთვის ზოგი უნტერ-ოფიცერი წარადგინა, რომლებიც მხოლოდ თურქულად საუბრობდნენ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა