ჰაინრიხ ბერგფელდი

1915 წლის 13 მარტის წერილით ტრაპიზონიდან კონსული ბერგფელდი ატყობინებს იმპერიის კანცლერს ბეთმან ჰოლვეგს, რომ ის არცერთ ქართველს არ მიიჩნევდა საკმარისად სანდოდ იმისთვის, რათა მისთვის საქართველოსთვის გადასაცემი თანხა მიენდო ან მისი საშუალებით ქართულ კომიტეტთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. აქ შესაძლოა, მიხაკო წერეთელს ეპოვა გამოსავლი.

თარიღი: 13 აპრილი, 1915 წელი
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5, 000 064
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ტრაპიზონი, თურქეთი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი