1916 წლის 11 თებერვლის მოხსენებით ერნსტ ფონ კვიატკოვსკიმ, ტრაპიზონში ავსტრია-უნგრეთის კონსულმა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბარონ შტეფან ფონ ბურიანს აცნობა, რომ კონსულის, დოქტორ ბერგფელდის მიერ ქართულ საქმესთან დაკავშირებით თურქთა სურვილებისადმი ყველაფერში მაამებლურმა დამოკიდებულებამ, წინა წელს დასავლეთის ფრონტიდან გრაფ შულენბურგის, თბილისში გერმანიის ყოფილი კონსულის გამოძახება განაპირობა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა