1917 წლის 22 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა და ქართული ლეგიონის ოფიცერმა, მურად ბეი (ნესტორ) მაღალაშვილმა კონსტანტინოპოლიდან გრაფ შულენბურგს თხოვნით მიმართა, რომ მას გერმანიის მთავრობასთან ეშუამდგომლა, რათა აუცილებელი ბრძანება გაეცათ, რომელიც მას და მის ოჯახს გერმანიაში გამგზავრების საშუალებას მისცემდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა