1917 წლის 7 მაისის მოხსენებით ქართული ლეგიონის ყოფილმა მეთაურმა, თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა იმპერიის სამხედრო ატაშეს კონსტანტინოპოლში, გენერალ ოტო ფონ ლოსოვს შეატყობინა, რომ ქართული კომიტეტიდან ბატონები სურგულაძე, ოსმან ბეი, ზია ბეი აბაშიძე, მურად ბეი მაღალაშვილი და კომიტეტის მდივანი გოზალოვი კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა