1915 წლის 26 ივნისის წერილი ბერლინში აცნობებს არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, რომ კავკასიელების განმათავისუფლებელ მოძრაობას თავის საქმიანობაში ბოლო წლებში სხვადასხვა სირთულეები შეექმნა, როდესაც 1914 წლის დეკემბერში კავკასიაში აჯანყება დაიწყო, ჩაიშალა შეპირებული იარაღის მიწოდება. გიორგი მაჩაბელს მიეცა საშუალება, თავისი საქმე განსახილველად არმიის გენერალური შტაბისთვის წარედგინა.

წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 3 ტ.6, 000226
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი