ბერლინში გრიგოლ ფერაძე სწავლობდა 3 წელი, 1925 წლამდე და უსმენდა გერმანული თეოლოგიური მეცნიერების ყველა გამოჩენილი წარმომადგენლის ლექციას. თავიდან სურდა პროფესორ დოქტორ ჰოლთან გაეკეთებინა ლიცენზიატი და მისი დავალებით დაეწერა ნაშრომი ათონელი ქართველი ბერის გეორგ ჰაგიორიტეს (1000-1065) შესახებ, მაგრამ გერმანიაში ვერსად მიაგნო ქართულ წიგნებს, საქართველოდან კი მათ ვერ მიიღებდა.

წყარო: გრიგოლ ფერაძის პირადი არქივი | N83
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ენა: გერმანული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი