1915 წლის 9 ივნისის წერილით კაპიტანი ნადოლნი ბერლინში აცნობებს, რომ ისინი კავკასიის წამოწყების მონაწილეებს გამოუყოფენ შემდეგ თანხას: ა. თითოეულ ომის მოხალისე უმცროს ოფიცერსა და ვიცე-სერჟანტს : 1. ერთჯერადი აღჭურვილობა და მოგზაურობის თანხა 4000 მარკა 2. ყოველთვიური ხელფასი 500 მარ კა 3. ყოველდღიური კვება 15 მარკიდან 4. სამგზავრო თანხა ბერლინში დაბრუნებისთვის 1000 მარ კა
წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 3 ტ.6, 000266წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი