1915 წლის 6 ივლისის წერილით კაპიტანი შულენბურგი კონსტანტინოპოლიდან ატყობინებს სამხედრო ატაშეს მოადგილეს, რომ იმპერიის ელჩი მიიჩნევს, რომ არაშესაფერისი მომენტია, ოსმალეთის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მათ გარანტიების განმარტების წერილს ქართველების სურვილის შესაბამისად მოაწერონ ხელი.

წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 3 ტ.6, 000276
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი