1915 წლის 4 აგვისტოს წერილით ჰერალდ კოზაკი აცნობებს გერმანელ ელჩ ვეზენდონკს ბერლინში, რომ სახელმწიფო სათათბიროს წევრის დალგატის ინიციატივით, ჩატარდა დაღესტნის ხელოსანთა დელეგატების შეკრება რიგი სოფლებიდან, რომლებიც უძველესი დროიდან იარაღის დამზადებითა და გადაკეთებით იყვნენ დაკავებულნი. შეკრებაზე დადგინდა, დაღესტნის მცხოვრებთა 20000 იარაღის მჭედელი, ჯარისთვის იმუშავებდა, თუ მათ მასალითა და ინსტრუმენტებით უზრუნველყოფდნენ.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1Bd.7, 000069
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი