1915 წლის 3 აგვისტოს წერილით უფროსი ლეიტენანტი გროებენი გიუტერსლოდან ატყობინებს მე-7 სამხედრო კორპუსის გენერალური მეთაურის უფროსის მოადგილეს მიუნსტერში, რომ პრინც ხერხეულიძეს უნდოდა, ნება დაერთოთ ქართველ მაჩაბელთან მოლაპარაკებაზე, რომელიც შესაძლოა გერმანიის მთავრობისთვის ცნობილი იყოს; ის მას დიდი ხანია იცნობს, აფასებს მის უნაკლო ხასიათს და მიიჩნევს, რომ მასთან მოლაპარაკებით დიდ წვლილს შეიტანს კერესელიძის საქმეში.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1Bd.7, 000083წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი