1915 წლის 11 აგვისტოს წერილით კაპიტანი ფრიდერიკი აცნობებს ბერლინში, რომ ლეიტენანტი ტერ-კარაპეტიანცის საზიანოდ საუბრობს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის სომეხი გრიგორიანელია და სურს იბრძოლოს მუსულმანთა მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. სომეხ ოფიცრებს უმეტეს შემთხვევაში რუსული განზრახვები გააჩნდათ, ამიტომ ტერ-კარაპეტიანცის გამოყენებამდე კარგი იქნებოდა მასზე დეტალური დაკვირვება.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1Bd.7, 000093წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი