1915 წლის 17 ივნისის წერილით ლეიტენანტი კალანტარ ტერ-კარაპეტიანცი დენჰოლმიდან იტყობინება, რომ ის იყო ლეიტენანტი, სომეხი გრიგორიანელი. მამისა და მისი ოჯახის სიმპათიები იყო არა რუსების, არამედ თურქების მხარეს. მისი ძმა 1905 წელს, კავკასიელების დემონსტრაციის დროს კაზაკებმა მოკლეს. მამა კი დააპატიმრეს, ელიზავეტპოლის ციხეში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1ტ.7, 000094
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი