1915 წლის 1 სექტემბრის წერილით ქართველი მაჩაბელი ატყობინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში, რომ მინისტრებთან ენვერ ფაშასა და თალაათ ბეისთან ბოლო მოლაპარაკების შემდეგ მან შეიტყო, რომ ორივე მინისტრი თანხმდებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-2ტ.7, 000172
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი