1915 წლის 14 სექტემბრის წერილი ბერნიდან ატყობინებს რაიხსკანცლერ ბეთმან ჰოლვეგს ბერლინში, რომ გერმანიამ თურქეთი უნდა აიძულოს ოსმალეთის იმპერიაში მდებარე ქართული ტერიტორია, ლაზისტანი დათმოს. იქ ჩამოყალიბდება დროებითი ქართული მთავრობა. ქართველი ჯარისკაცები გაძლიერდებიან ქართველი ტყვეების საშუალებით და გერმანელი და ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით, გერმანიის, ავსტრიისა და თურქეთის ძალების გვერდით იბრძოლებენ რუსეთის წინააღმდეგ.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-2ტ.7, 000183წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი