1915 წლის 23 სექტემბრის წერილით კაპიტანი ნადოლნი ატყობინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში, რომ ბერლინის მახლობლად ომის სამინისტროდან მოთხოვნილი 12 ეროვნებით ქართველი რუსი ოფიცრის გადაყვანა, კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო, რადგან ომის სამინისტროს ვაინბერგის ტყვეთა ბანაკის მახლობლად სპეციალური ყაზარმები უნდა აეშენებინა.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-3Bd.7, 000211-000212წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი