1915 წლის 27 სექტემბრის ტელეგრამით სამხედრო ატაშე ჰოენლოე აცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში, რომ კონსული ტრაპიზონიდან იტყობინება: მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურში გაწვევა ქართველთა ლეგიონისთვის 3000 კაცამდე გაიზარდა, ბერლინში სასწრაფოდ აუცილებელია გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში მყოფი ქართველი ტყვე ოფიცრებისა და უმცროსი ოფიცრების დაუყოვნებლივ გაგზავნა.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-3Bd.7, 000225
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი