1915 წლის 30 სექტემბრის წერილი ბერნიდან აცნობებს რაიხსკანცლერ ჰოლვეგს ბერლინში, რომ ჯაბადარის მამა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანია, მაგრამ ამჟამად საომარი მდგომარეობის გამო ვერ შეძლო შვილისთვის უფრო დიდი თანხის გაგზავნა, მის შვილს არ ჰქონდა საშუალება, საკონცერტო მოგზაურობის ხარჯები დაეფარა და საჭირო გარდერობი (ფრაკი) შეეძინა.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები R21015-1ტ.8, 000009
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი