1915 წლის 30 ნოემბრის წერილით გერმანელი ელჩი მეტერნიხი კონსტანტინოპოლიდან ატყობინებს რაიხსკანცლერ ბეთმან ჰოლვეგს ბერლინში, რომ სელიმ ბეი ბებუტოვი რევოლუციური მოძრაობის ლიდერების მოსაზრებებს ეთანხმებოდა, რომელებთანაც მას კავკასიაში გამგზავრებამდე კონსულტაციები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ მისი გამგზავრება ბერლინში ძირითად ამოცანას, აღმოსავლეთ კავკასიისთვის იარაღის მიწოდების საკითხს მოაგვარებდა.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები R21015-3 Bd.8, 000274წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი