1915 წლის 23 ნოემბრის წერილით კაპიტანი ვოლფმანი კონსტანტინოპოლიდან აცნობებს სამხედრო ატაშეს, რომ მაჩაბელის შეხედულებით, სამხედრო სამსახურში გაწვევას, არ შეიძლება ჰქონოდა სასურველი შედეგი, რადგან სურგულაძე და მოზელი როგორც ქრისტიანები არ არიან შესაფერისი პიროვნებები, რათა მოახერხონ დევნილთა მოზიდვა ლეგიონში გასაწევრიანებლად, რომლებიც გამონაკლისის გარეშე თითქმის სულ მუსლიმები არიან.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის საიდუმლო დოკუმენტები. R21016-1Bd.9. 000039
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი