1915 წლის 14 ნოემბრის წერილით სამხედრო ატაშე ლოსოვი და ქართველი მაჩაბელი კონსტანტინოპოლიდან იტყობინება ბერლინში, რომ მთელი კავკასიური მოძრაობა შესაძლებელია 2 ნაწილად დაიყოს: ა. დასავლეთ კავკასიური ნაწილი ანუ ქართველები და ბ. აღმოსავლეთ კავკასიური ე.ი. თათრულ-დაღესტანური. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია, ორივე მოძრაობამ ერთად იმოქმედოს, რათა მთელმა კავკასიამ გამარჯვება მოიპოვოს.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის საიდუმლო დოკუმენტები. R21016-1Bd.9. 000040
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი