1915 წლის 14 ნოემბრის წერილით სამხედრო ატაშე ლოსოვი და ქართველი მაჩაბელი კონსტანტინოპოლიდან იტყობინება ბერლინში, რომ ლეგიონისთვის აუცილებელი იარაღი ტრაპიზონში უნდა მოიტანონ და 5000-6000 ლეგიონერის შეიარაღებიდან, ასევე საქართველოს სოფლის მოსახლეობაც უნდა გაითვალისწინონ. ამ შემთხვევაში დროებით საჭირო იყო 10 000 ცალი იარაღი.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის საიდუმლო დოკუმენტები. R21016-1Bd.9.000044წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი