1915 წლის 28 ნოემბრის წერილით კაპიტანი შულენბურგი ერზერუმიდან აცნობებს კავკასიის მოკავშირე ოფიცერს, რომ შოიბნერი ბითლისიდან იტყობინება, რომ გზაზე რამდენიმე დეზერტირობა მოხდა და ბაშკალის გავლით ურმიაში შესვლა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ვანის ტბის სამხრეთით რუსეთის ძლიერი სამხედრო ნაწილი შევიდოდა, რომელიც მოხალისეთა რაზმების ხელმძღვანელ იაკუბ ჯემილს დიდ ზარალს მიაყენებდა. შოიბნერ-რიხტერმა და ომარ ნაჯიმ სვლა მოსულისკენ განაგრძეს.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის საიდუმლო დოკუმენტები. R21016-2Bd.9. 000182
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი