1915 წლის 28 ნოემბრის წერილით კაპიტანი შულენბურგი ერზერუმიდან აცნობებს კავკასიის მოკავშირე ოფიცერს, რომ შოიბნერ-რიხტერის ერზერუმიდან გამგზავრების შემდეგ რამდენიმე დღეში იქ ამირ ასლან ხანი ჩავიდა. ის კონსტანტინოპოლში თავის მოგზაურობას იმით ხსნიდა, რომ სურდა გარანტიის შესახებ განცხადების გაცნობა, გარდა ამისა კონსულმა შვარცმა მას გამგზავრება ურჩია.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის საიდუმლო დოკუმენტები. R21016-2Bd.9. 000184
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი