1916 წლის იანვრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს აცნობა, რომ ის ოფიცერ კოსტანოვს ესაუბრა და თუ ოპერაციები კავკასიის ფრონტზე ქართველთა სასარგებლოდ წარიმართებოდა, ოფიცერი მათთან სათანამშრომლოდ მზად იყო.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა