1916 წლის 15 იანვრის მოხსენებით კავკასიის მეკავშირე ოფიცერმა, გერმანიის არმიის თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა ტრაპიზონიდან გერმანული არმიის გენერალურ შტაბს ბერლინში აცნობა, რომ 1914 წლის შემოდგომაზე გერმანიის საიმპერატორო მთავრობამ ქართული ლეგიონიოსთვის ტრაპიზონში 88-ე მოდელის 5000 მაუზერის თოფი გამოაგზავნა. თუმცა იარაღი უმისამართოდ ჩავიდა, რის შედეგადაც ის თურქულმა ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში და თურქ მოხალისეთა არარეგულარული რაზმები შეაიარაღა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა