1916 წლის 20 იანვრის მოხსენებით კავკასიის მეკავშირე ოფიცერმა, გერმანიის არმიის თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა გერმანული არმიის გენერალურ შტაბს ბერლინში აცნობა, რომ ნდობით აღჭურვილი პირი მოზელი ლეგიონში ჩასარიცხ სამუშაოს სივასსა და სამსუნს შორის მარტო ეწეოდა. მოზელმა ქართველი სურგულაძის დახმარების გარეშე უკეთეს შედეგს მიაღწია, ვიდრე ადრე მასთან ერთად.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა