1916 წლის 20 იანვრის მოხსენებით კავკასიის მეკავშირე ოფიცერმა, გერმანიის არმიის თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა გერმანული არმიის გენერალურ შტაბს ბერლინში აცნობა, რომ სამხედრო მოხალისე ოსენკოპმა, რომელიც ადრე ხაზინადარი იყო, სავაჭრო პრინციპების მიხედვით, ხარჯთაღრიცხვა მოაწესრიგა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა