1916 წლის 1 თებერვლის წერილით კავკასიის მეკავშირე ოფიცერმა, გერმანიის არმიის თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა ტრაპიზონიდან გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციას ბერლინში აცნობა, რომ ქართველი თავადი ესტატე მაჩაბელი კავკასიაში რუსეთის მხარეს მყოფ სამილიციო დანაყოფს სარდლობდა, რომელიც ქართველებისგან შედგებოდა და 1200 ქვეითს და 200 ცხენოსანს მოიცავდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა