1916 წლის 12 თებერვლის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ თურქეთის სამხედრო სტრუქტურებმა კონსტანტინოპოლში ჩასული პირველი ქართველი ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები ტრაპიზონში გაგზავნეს. მანამდე ისინი სამხედრო მინისტრმა ენვერ ფაშამ მიიღო და მათ წამოწყებაში დახმარებას შეპირდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა