1916 წლის 12 თებერვლის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ ნდობით აღჭურვილი პირები ნაწილობრივ რუსეთის და ნეიტრალური ქვეყნების გავლით, ნაწილობრივ თურქეთის გზით საქართველოში ჩავიდოდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ, საზღვრის ორივე მხარეს ენერგიული მუშაობის დასაწყებად.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა