1916 წლის 2 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს აცნობა, რომ მისი ძმის, ნიკოლოზ (ნიკო) მაჩაბელის მოგზაურობა, რომელსაც პეტერბურგში დუმის ქართველი დეპუტატების ნიკოლოზ ჩხეიძისა და აკაკი ჩხენკელის შეხვედრის შესაძლებლობა ექნებოდა, კარგი შედეგებით დასრულდებოდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა