1916 წლის 10 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი მაჩაბელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს აცნობეს, რომ მათ აუცილებლად მიაჩნდათ, თავადი მაჩაბელი, წერეთელი და ლეიტენანტი ახალკაცი, რაც შეიძლება მალე ავსტრიაში გამგზავრებულიყვნენ, რათა მიულინგში ოფიცრებთან, რომლებმაც მათთან სამუშაოდ მზადყოფნა გამოხატეს, ესაუბრათ და სამუშაოს დასაწყებად მოემზადებინათ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა