1916 წლის 13 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს აცნობა, რომ ქართული კომიტეტიდან ზაგანის ბანაკს ვინმე დროდადრო უნდა სწვეოდა, რათა ხალხთან შეხებაში ყოფილიყო და ზოგადი განწყობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუდმივად შეძლებოდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა