1916 წლის 20 მარტის მოხსენებით ქართული ლეგიონის მე-2 ეშელონის მეთაურმა, ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ა. ოსენკოპმა სამსუნიდან კავკასიის მეავშირე ოფიცერს, თადარიგის კაპიტან გრაფ შულენბურგს შეატყობინა, რომ მის მიერ მიღებული დავალების თანახმად, ქართული ლეგიონის მეორე ეშელონი ტრაპიზონიდან სამსუნში გადაიყვანა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა