1916 წლის 20 მარტის მოხსენებით ქართული ლეგიონის მე-2 ეშელონის მეთაურმა, ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ოსენკოპმა სამსუნიდან კავკასიის მეავშირე ოფიცერს, თადარიგის კაპიტან გრაფ შულენბურგს შეატყობინა, რომ ორდუდან დაწყებული, სადაც მან გამოსვლის წინ მთელი ჯარი მეჩეთში შეიყვანა, რათა მათ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიეღოთ, თითქმის ყოველ ადგილას, მათი იქ შესვლის შემდეგ, მრავალრიცხოვანი მოხალისეები უერთდებოდნენ. ამდენად, მე-2 ეშელონი სრულად იყო დაკომპლექტებული.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა