1916 წლის 25 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ მან 13 მარტის საღამოს მოგზაურობა შვეიცარიისკენ წამოიწყო, რათა ბატონ მიხაილოვთან (ნიკოლოზ მაჩაბელი), დაგეგმილ ექსპედიციასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გაემართა. შეთანხმების თანახმად, მას ლუცერნში უნდა შეხვედროდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა