1916 წლის 19 აპრილის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში კაპიტან ერნსტ ფონ ჰიულსენს, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს აცნობა, რომ ავსტრიაში უკანასკნელი მოგზაურობის დროს ( 28 მარტიდან 15 აპრილამდე) ლეიტენანტ ახალკაცთან ერთად ეწვია მიულინგის ბანაკს, სადაც იმყოფებოდა ხუთი ქართველი ოფიცერი, რომლებმაც პირველი მოგზაურობის დროს მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს და თანამშრომლობის პირობა მისცეს.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა