1916 წლის 19 აპრილის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში კაპიტან ერნსტ ფონ ჰიულსენს , გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ ის და ლეიტენანტი ახალკაცი მიულინგიდან ბრუქსში წავიდნენ, სადაც ათი ქართველი ოფიცერი იმყოფებოდა, მათ კაპიტან მღებროვთან დალაპარაკება დიდი გაჭირვებით მოახერხეს.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა