1916 წლის 19 აპრილის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში კაპიტან ერნსტ ფონ ჰიულსენს, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ ეგერის ტყვეთა ბანაკის კომენდანტმა, გენერალმა სმითმა მას აცნობა: ბერლინიდან ეგერში მაჰმადიანური ბანაკის სანახავად ჩასულმა მარშალმა ფუად ფაშამ მას შეატყობინა, რომ თურქეთის მთავრობა კავკასიის დაპყრობის შემთხვევაში მიზნად ისახავდა, მთელი ქვეყნის ანექსია მოეხდინა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა