1916 წლის 19 აპრილის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში კაპიტან ერნსტ ფონ ჰიულსენს, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ პოლკოვნიკ შტუცის ნებართვით, უფროს ლეიტენანტ ჟორდანიას ეგერში ჯარისკაცებთან სამოქალაქო ტანსაცმლით პროპაგანდა უნდა ეწარმოებინა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა