1916 წლის 15 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა კონსტანტინოპოლიდან გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში შეატყობინა, რომ რადგან ოსმან ბეი ავადმყოფობდა, ამიტომაც მას აუცილებლად მიაჩნდა, დროებით ვინმე გაეგზავნათ მის შესაცვლელად ან დასახმარებლად.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა