1916 წლის 15 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა კონსტანტინოპოლიდან გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში აცნობა, რომ მისი კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს ორი საყურადღებო საკითხი გადიჭრა, პირველი - არქიმანდრიტ ნიკოლოზის ჯგუფის დაშლა, მეორე - თურქულ ენაზე ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა, რის შესახებაც ის ბარონ ოპენჰაიმს ესაუბრა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა